ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 362 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნახვები: 531 რუსეთის აგრესიას უკრაინაში 362 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 362 ბავშვი დაიღუპა, 716-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა - 376, ხარკივში - 202, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუჰანსკში - 61, მიკოლაევში - 60, ხერსონში - 55, ზაპოროჟიეში - 40" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 328 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 289 კი მთლიანად განადგურდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა