მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებას იყენებენ – პროკურატურა სამივე დაკავებულის პატიმრობას მოითხოვს

ნახვები: 385 ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებას იყენებენ – პროკურატურა სამივე დაკავებულის პატიმრობას მოითხოვს
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებულების პოზიციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მედიასთან დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. საგამოძიებო უწყების ვერსიით, ბრალდებულებმა დაზარალებულზე ჯგუფურად იძალადეს.

სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

დაკავებულების მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა მათ კანონით მინიჭებულ უფლებას წარმოადგენს და ბრალის აღიარებას არ ნიშნავს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა