Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence
Court sentences Russian agent who helped Russian forces advance in Pokrovsk to 15 years in prison
Turkish expert: global drone production relies on Ukraine’s experience
Zelensky announces new partner contributions under PURL mechanism
Zelensky: Ukraine ready to continue negotiations in US after American delegation’s visit to Moscow

მევლუთ ჩავუშოღლუ - დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ, ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან, არ ვგულისხმობ მხოლოდ ამერიკას

23.08.2022 ნახვები: 601

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ. ამის შესახებ განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც თურქი დიპლომატი აღნიშნავს, ევროპაში არსებობენ ისეთი სახელმწიფოებიც, რომლებიც უკრაინის ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ.

„აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დაიცავს უკრაინის საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მტკიცედ დაუჭირეს მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყირიმის საკითხზე და რუსეთის თავდასხმის შემდეგ. დასავლეთში არსებობენ ქვეყნები, რომელთაც ომის გაგრძელება სურთ. ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ აშშ-ს. ვგულისხმობ წევრ ქვეყნებს. ასევე, არსებობდნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინული ხორბლის ექსპორტის შეთანხმების საბოტაჟს ცდილობდნენ. ეს არი იყო აშშ. აშშ-ის წვლილი იყო შემდეგი – რუსეთის სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებების მოხსნა პორტებთან მისასვლელად, საბანკო ტრანზაქციები. იყვნენ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ამ შეთანხმების საბოტაჟი სურდათ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა