Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის საელჩო ნეიტრალური არბიტრის როლს ფორმალურად აქამდე მაინც ინარჩუნებდა, ახლა კი, გახდა მხარე, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება

ნახვები: 517 გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის საელჩო ნეიტრალური არბიტრის როლს ფორმალურად აქამდე მაინც ინარჩუნებდა, ახლა კი, გახდა მხარე, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება

აშშ-ის საელჩო ნეიტრალური არბიტრის როლს ფორმალურად აქამდე მაინც ინარჩუნებდა და ისე მოქმედებდა, ახლა კი, სამწუხაროდ, თავისი განცხადებებით მხარე გახდა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამერიკის საელჩომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საზოგადოებას სცენიდან მოუწოდებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უკანონოდ მომხდარიყო.

„მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. ვიცოდით, რომ საელჩოს ვერ ექნებოდა იმ არგუმენტების საწინააღმდეგო, რასაც ვამბობდით, მაგრამ არ გვეგონა, საელჩო აღიარებდა იმას, რომ თავად უწევს და უწევდა კოორდინაციას იმ პროცესებს, რომელიც იყო ანტისახელმწიფოებრივი იმ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც ასევე საზოგადოებას საჯაროდ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით მიმართავდნენ. როდესაც საელჩო ამბობს, რომ სანდოა ორგანიზაცია, რომლის მიმართ გაყალბებული შედეგები საჯაროდ არის აღიარებული და იმ რიტორიკით საუბრობს, რა როტორიკითაც საუბრობს რადიკალური ოპოზიცია – „გავრილოვის ღამეს“ უწოდებს 20 ივნისს და ამ დროს არ მოიხსენიებს ანტისახელმწიფოებრივ პროცესს, რასაც ჰქვია შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე. ასევე როდესაც ის საუბრობს ისეთ ბრალდებებით, როგორიცაა „კარუსელი“, რაც არ უხსენებია არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ეს არის იმის საფუძველი, რომ საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, ის იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან. მაშინ, როდესაც საელჩო მხარს უჭერს არასამთავრობო სექტორს, რომელიც მომხრეა იმის, რომ საქართველო შევიდეს სამხედრო კონფლიქტში, ჩვენ ვამბობთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და ეს წარმატებით სრულდება. იძულებული ვართ, საზოგადოებამ მწარე სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა