მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს

ნახვები: 680 უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. გენშტაბის განცხადებით, დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის ძალებმა დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების სამ სამმართველო პუნქტზე. ასევე, განადგურებულია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალების დანაყოფები ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს და არ აძლევენ მოწინააღმდეგეს უკრაინის ტერიტორიის შიგნით წინ წაწევის საშუალებას.

მანამდე, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ ხერსონში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დასასვენებელი კომპლექსი გაანადგურეს, სადაც ოკუპანტები და კოლაბორანტები ცხოვრობდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა