მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია და რეზერვისტები ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ

ნახვები: 679 თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია და რეზერვისტები ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოებს განაგრძობენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე. რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით. ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, თავდაცვის ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა