ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

დავით უსუფაშვილი - „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა და მმართველ გუნდს შესთავაზა, პაუზა აგვეღო, ხელისუფლებამ დაიჟინა, რომ ცვლილებები ახლავე უნდა მიგვეღო

ნახვები: 531 დავით უსუფაშვილი - „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა და მმართველ გუნდს შესთავაზა, პაუზა აგვეღო, ხელისუფლებამ დაიჟინა, რომ ცვლილებები ახლავე უნდა მიგვეღო

„ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა და მმართველ გუნდს შესთავაზა, ერთკვირიანი პაუზა აგვეღო, ბევრი რაღაც გაგვესწორებინა და ის ბურუსი გაგვეფანტა, რაც ამ ჩანაწერებს ახლავს. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ დაიჟინა, რომ ცვლილებები ახლავე უნდა მიგვეღო. თითქოს, ერთი-ორი კვირა ქვეყანას აქცევს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტში პირველ მოსმენასთან შედარებით, მეორე მოსმენით უარესი პუნქტები აღმოჩნდა ჩაწერილი.

„კერძოდ, ის, რომ თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლიათ, წარადგინონ კანდიდატი ცალკე, ერთად, სხვებთან კონსულტაციით და ა.შ. ახლა ხელისუფლება გვიდგენს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს ცხრაკაციან კომისიას, რომელიც დაუწერს კანდიდატობის მსურველებს ქულებს, ანუ, მსურველები ქულებით იქნებიან დანომრილნი და აუცილებელია, რომ შვიდი კანდიდატი იყოს დასახელებული უკვე შერჩეული ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ერთმანეთის კანდიდატისთვის მხარდაჭერის უფლება გვერთმევა, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ჰქონდეს, მინიმუმ შვიდიდან ერთი აარჩიოს. ანუ, მისთვის სასურველი კანდიდატი დასახელდება მასთან დაახლოებული რომელიმე ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან. იქვე იქნება კიდევ ექვსი-შვიდი სხვა კანდიდატი და მათში რომელიმე ერთის ამორჩევა და მისთვის მხარდაჭერით შექმნის დემოკრატიის საბურველს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ თამაშებში არ მივყვებით, რადგან არ ვიცით, ის ცხრა კაცი როგორ შეირჩევა და როგორ გააკეთებს შეფასებას, როგორ დაიწერება ეს ქულები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა