Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

ბრიტანუთის დაზვერვა: პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს

ნახვები: 517 ბრიტანუთის დაზვერვა: პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ყოველდღიურ მიმოხილვაში.

30 სექტემბერს იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის ორივე პალატის წინაშე. ამჟამად, უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ტარდება, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს.

ამასთან, რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება ახალი „ოლქის“ შექმნას გეგმავს, სადაც შევლენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ „ოლქში“ რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულად შესაძლოა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი დაინიშნოს.

უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები კუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. „რეფერენდუმებს“ უკანონოდ მიიჩნევენ და მათ შედეგებს არ აღიარებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა