Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე
„TV პირველის“ ახალი დირექტორი ლევან ჯორბენაძე იქნება, არხზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოც შეიქმნა
მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

ირაკლი კობახიძე - პოლარიზაციამ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სისტემაში შემოჰქონდა, პარტიის შიგნით გადაინაცვლა

ნახვები: 677 ირაკლი კობახიძე - პოლარიზაციამ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სისტემაში შემოჰქონდა, პარტიის შიგნით გადაინაცვლა

პოლარიზაციამ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სისტემაში შემოჰქონდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გადაინაცვლა, რაც ბუნებრივია, არის ძალიან კარგი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა დინებები, არის უამრავი კერძო ინტერესი და ოლიგარქების ინტერესებიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირება და პოლარიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული გარემოს დეპოლარიზაციას.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესს გარედან აკვირდება და მასში ჩარევის ინტერესი არ გააჩნია.

„ბოლო დღეებში, განსაკუთრებით, ერთ-ერთი ოლიგარქის კეზერაშვილის ინტერესების გამოიკვეთა. არის კიდევ მეორე ოლიგარქის – სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება, არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ეს ხელა შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას – რაც უფრო სუსტია „ნაცმოძრაობა“, მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირება და პოლარიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული გარემოს დეპოლარიზაციას. ამ ეტაპზე კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ფინანსური დონორი, რომელმაც გადაწყვიტა ნიკა მელიას გვერდის ავლით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს ყველაფერი აჩვენებს რომ დეოლიგარქიზაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა – პოლიტიკური პროცესიდან ოლიგარქების ჩამოცილება არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ – ამ კუთხით ევროკავშირის რეკომენდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონფლიქტები რაც არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის ძალიან კარგი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის – რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური სისტემისა და დეპოლარიზაციისთვის. „ქართული ოცნება“ ამ პროცესს გარედან აკვირდება და მასში ჩარევის, ხელგასვრილი ადამიანებით ხელის გასვრის არავითარი ინტერესი არ გააჩნია“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა