Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

ვახტანგ მეგრელიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, დამაზიანებელი იქნება

ნახვები: 517 ვახტანგ მეგრელიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, დამაზიანებელი იქნება

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით პატარა გაუგებრობაა. ეს საკითხი ისეთი გაგებით, როგორც უკრაინას ეხებოდა, არ გვეხება. ჩვენ გვაქვს საერთოდ სხვა პრობლემა – სისტემაში ვერტიკალის ერთ ადამიანზე დამოკიდებულების პრობლემა და აქ არაფერ შუაშია ამ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, დამაზიანებელი იქნება.

„მნიშვნელოვანია, ღიად ვთქვათ, რა პრობლემა გვჭირს. ეს კონკრეტული კანონი ადამიანის უფლებების შემზღუდველია და არათუ დაგვეხმარება, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ პირიქით – ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. მართლა თუ გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა