ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ანტიდასავლურ ძალას რომ დაგიძახებს, ეს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს, ისინი საკუთარი მერკანტილური ინტერესების წინ წამოსაწევად ყველაფერს აკეთებენ

ნახვები: 515 მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ანტიდასავლურ ძალას რომ დაგიძახებს, ეს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს, ისინი საკუთარი მერკანტილური ინტერესების წინ წამოსაწევად ყველაფერს აკეთებენ

„ნაცმოძრაობაში“ დღესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და წინ საკუთარი მერკანტილური ინტერესები წამოსწიონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქვეყანასა და ეკლესიას ებრძვის.

„ნაცმოძრაობა“ რაღაც ცუდს რომ დაგიძახებს – ანტიდასავლურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ. ანუ, მაშინ ხარ ევროპელიც, დასავლეთელიც და იბრძვი სამშობლოსთვის, რადგან საქართველოს ისტორიაში არ არსებობს უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, როგორიც ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც სიტყვით ყოველთვის დეკლარირებს ვითომ დასავლეთისკენ და საქმით მტრის საქმეს აკეთებს. ასე იყო რეზოლუციის შემთხვევაში, როცა ქართველ მებრძოლებს ომის დაწყება დააბრალეს და ასე იყო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის შემთხვევაშიც. მათი ისტორია სწორედ ასეთია. დღესაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და წინ საკუთარი მერკანტილური ინტერესები წამოსწიონ. „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქვეყანასა და ეკლესიას ებრძვის, რომელსაც ებრძოდნენ ბოლშევიკები და დღეს ებრძვიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. რომან გოცირიძემ თქვა, რომ თურმე, მთელი ღამე ვტიროდი. ამ კაცს ვეხვეწები, რასაც გაიგებ და დაინახავ, ყველაფერს ნუ ლაპარაკობ-თქო, ბევრჯერ „ჩამიშვა“, ახლაც ასე მოხდა. რომან გოცირიძეს ვუთხარი, ნუ „ჩამიშვებთ-თქო“ და არ იშლის, რა გავაკეთო. სერიოზულად რომ გითხრათ, რომან გოცირიძეს შეგიძლიათ ,10 პროცენტი დაუჯეროთ – ზაალ მიქელაძე „გაარტყა“. ამ ეტაპზე „ხალხის ძალის“ გაფართოებას არ ველოდებით. დღეის მდგომარეობით, მათთან გადასვლის სურვილი „ქართული ოცნებიდან“ აღარავის დაუფიქსირებია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა