War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ლევან დავითაშვილი - დეტალურად ვმუშაობთ კურორტების განვითარების მიმართულებით, მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზებას დავიწყებთ

ნახვები: 659 ლევან დავითაშვილი - დეტალურად ვმუშაობთ კურორტების განვითარების მიმართულებით, მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზებას დავიწყებთ

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, უწყება დეტალურად მუშაობს კურორტების განვითარების მიმართულებით.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მალე პრეზენტაცია გაკეთდება და უკვე მიმდინარე წელს, კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზება დაიწყება. ამასთან, მისი თქმით, იქ, სადაც სახელმწიფო მზად არ არის, რომ კერძო სექტორს საპრივატიზაციო პაკეტი შესთავაზოს, რადგან პირობითად, შეიძლება არ არსებობდეს განაშენიანების გეგმა, მუშაობა წარიმართება სივრცით დაგეგმვაზე, რათა ეს კურორტები სწორად განვითარდეს.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე გარკვეული მიმართულებით საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რომელიც კურორტების განვითარების ახალი სააგენტოს მიერ უკვე იგეგმება.

„ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ბევრი საინტერესო, ხშირ შემთხვევაში მიტოვებული, ნაკლებად ცნობილი ადგილებიც კი, რა თქმა უნდა, დამატებით შევისწავლეთ ყველა ის კურორტი და პოტენციური კურორტი, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია – ასეთი სია არსებობს. თუმცა, ძალიან ბევრს ახლებური გააზრება, გადახედვა სჭირდება, რადგან ბევრი შეიძლება, არც ისე საინტერესო ან კონკურენტუნარიანი იყოს თანამედროვე პირობებში. ახლა ვართ შერჩევის პროცესში, რადგან, ქვეყანას, რა თქმა უნდა, რესურსები შეზღუდული აქვს და ასობით კურორტს ერთიანად ვერ განვავითარებთ, მაგრამ რეგიონის ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ პრიორიტეტული მიმართულებები – ეს იქნება უფრო მსხვილი, საკურორტო ადგილები, სადაც მოხდება სივრცითი დაგეგმვა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეირჩა უფრო მცირე ადგილებიც, სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავება კურორტს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მისი ინფორმაციით, არის კიდევ ისეთი საკურორტო ადგილები, სადაც არსებობს მზა საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონება ანუ ობიექტები, რომლებიც უკვე შეიძლება გამოიყენოს კერძო სექტორმა – მთავრობა მათ პრივატიზებას უკვე მიმდინარე წელს დაიწყებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა