War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მამუკა მდინარაძე - ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ნახვები: 520 მამუკა მდინარაძე - ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

მე გუშინ ვთქვი და კიდევ განვაცხადებ, რომ არანაირი თეორიული საფრთხე უმრავლესობას არ ემუქრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გრეტა წიწავას პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები საქართველოს პარლამენტის ნახევარს შეადგენენ, ხოლო უმრავლესობა „ხალხის ძალის“ წევრების მეშვეობით აქვთ.

მისი თქმით, უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში „ქართულ ოცნებას“, იმ ფრაქციას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აღარ აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ანუ, დღეს ქალბატონი გრეტა რომ დაგვემატა, საქართველოს პარლამენტის ნახევარს – 75 წევრს შეადგენს ჩვენი ფრაქცია „ქართული ოცნება“. უმრავლესობა დღეს უკვე შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ჩვენგან გასული დეპუტატებისგან ანუ, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისგან. აქ უკვე ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა და მათი პირობა, რომელშიც ერთი პროცენტითაც კი ეჭვი არ გვეპარება, არის ის, რომ ისინი უმრავლესობის ყველა საკითხს დაუჭერენ მხარს. ჩვენ ერთი საკითხის განსხვავებაზე ბევრი ვილაპარაკეთ, ამიტომ ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, თუკი ვინმეს უნდა, რომ ამას რაიმე ეჭვი მოაყოლოს, ეს ეჭვი გამორიცხულია, რისკები დაზღვეულია. ისინი უმრავლესობის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და მონაწილეობას უმრავლესობის ფორმატებში იღებენ. მაგალითად, უმრავლესობის სხდომებზე და ა.შ. როგორც ამას აკეთებდნენ აქამდე. ის ერთი საკითხი გასაგებია, გამიჯნულები ვართ და დანარჩენ საკითხში ჩვენ ურყევად ვთანამშრომლობთ და აქ პრობლემები არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა