War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ლევან დავითაშვილი - ინფლაციის პირობებში მნიშვნელოვანია სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, მიზნობრივი პროგრამები სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ნახვები: 693 ლევან დავითაშვილი - ინფლაციის პირობებში მნიშვნელოვანია სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, მიზნობრივი პროგრამები სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ჩვენ ნათლად ვხედავთ მაღალი ინფლაციის გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში გვქონდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და მიზნობრივი სოციალური პროგრამების მეშვეობით ზუსტად იმ ჯგუფებს დავეხმაროთ, რომლებზეც ყველაზე მეტად აისახება ინფლაციის წნეხი და ვინც ყველაზე უფრო მოწყვლადია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინფლაცია ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა პანდემიის პერიოდშიც და ახალმა კრიზისმა, რაც, პირველ რიგში, მიწოდების ჯაჭვების რღვევასა და რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, ის კიდევ უფრო გაამწვავა.

„მაღალი ინფლაცია გლობალური გამოწვევაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფლაცია არ იყო წლების განმავლობაში აქტუალური – ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლებია აშშ-ში, აღარაფერს ვამბობთ რეგიონის ქვეყნებზე, სადაც ინფლაცია მრავალჯერ აღემატება ჩვენს მაჩვენებლებს. საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალი გვაქვს, ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლებისგან და ამის დასაძლევად კოორდინირებულად ვმუშაობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 11-პროცენტიან ნიშნულზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ვიდრე ინფლაციის წნეხი არ მოიხსნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა