ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

კახა კალაძე „კრედიტ სუისის“ საკითხზე - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს

ნახვები: 519 კახა კალაძე „კრედიტ სუისის“ საკითხზე - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას.

კალაძის თქმით, არ არის გამორიცხული, პროცესების უკან იდგეს ვიღაც, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ქველმოქმედი, პატრიოტი, სამშობლოსა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი და მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს.

„რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია  პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.  შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, რათა ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა