Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

ანა ბუჩუკური - სანქციების დაწესებაში სასიხარულო არაფერია, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

ნახვები: 517 ანა ბუჩუკური - სანქციების დაწესებაში სასიხარულო არაფერია, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

ომში მყოფი ქვეყანა როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, აღნიშნული სანქციების წინაპირობა ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმები გახდა.

„სანქციების დაწესებაში სასიხარულო არაფერია. ომში მყოფი ქვეყანა როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება. თუმცა ამას წინაპირობები ჰქონდა – ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთაშორისო პარტნიორებმა და უკრაინამაც კარგად იციან, ვინ მართავს ხელისუფლებას, ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილზე. სასიხარულო არაფერია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოქალაქეს, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო თვეებში ისედაც დააზიანა და ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნების ურთიერთობებზე“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს უტოლდება, რაც მიუღებელია.

„რაც შეეხება ამ საკითხზე „ქართული ოცნებების“ განცხადებებს, ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ახასიათებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს უტოლებდა. „ქართული ოცნების“ მესიჯებიც ასეთი იყო, რომ მათთვის სახელმწიფო უდრის ბიძინა ივანიშვილს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, -აღნიშნა ბუჩუკურმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს, ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა