ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ვიქტორ ორბანი - ნუ შევშფოთდებით მათით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ

ნახვები: 531 ვიქტორ ორბანი - ნუ შევშფოთდებით მათით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ

ნუ შევშფოთდებით მათით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების წლისთავისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ცერემონიაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, 1956 წლის მოვლენების დროს, დასავლეთმა უნგრეთს უღალატა. ვიქტორ ორბანმა გაიხსენა ის გამოწვევები, რომლებიც უნგრეთის წინაშე დგას და თქვა, რომ ეს არის „მიგრაციის შემოჭრა სამხრეთში, ომი აღმოსავლეთში და ეკონომიკური კრიზისი დასავლეთში“. 1956 წლის ოქტომბერში უნგრეთში გაიმართა მასობრივი ანტიკომუნისტური დემონსტრაციები, რაც დასრულდა დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებით იმრე ნაგის ხელმძღვანელობით. ამის საპასუხოდ საბჭოთა კავშირმა ჯარები გაგზავნა უნგრეთში და ჩაახშო აჯანყება, ნაგი კი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

„დასავლეთს რომ არ ეღალატა – 1945 წლის შემდეგ უკვე მეორედ – წარმატებას მივაღწევდით. 1956 წლის შემდეგ ორმოცი წელი დაგვტოვეს საბჭოთა კომუნისტური პრესის ქვეშ, ფიქრით, რომ საბჭოთა კავშირს ექნებოდა კიდევ ერთი პრობლემა. გაკვეთილი ნათელია. მხოლოდ უნგრელებს შეუძლიათ, მსოფლიოს აჩვენონ უნგრელების სიმართლე და მხოლოდ უნგრელებს შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი სიმართლე იმ საფრთხეებისგან, რომლებიც მათ ემუქრებათ. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ უნგრეთის ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ აქ ვიყავით, როცა პირველმა დამპყრობელმა იმპერიამ შემოგვიტია და აქ ვიქნებით, როცა ბოლო ჩამოინგრევა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა