ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ოლენა ზელენსკა - უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება - ჩვენ მზად ვართ გავუძლოთ ამას

ნახვები: 515 ოლენა ზელენსკა - უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება - ჩვენ მზად ვართ გავუძლოთ ამას

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია.

”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

მან ისაუბრა გამოკითხვა, რომლის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ მზად არის იცხოვროს ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ორი-სამი წლის განმავლობაში, თუ დაინახავენ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

„იცით, ადვილია მარათონზე სირბილი, როცა იცი რამდენი კილომეტრია“, - აცხადებს ელენა ზელენსკა, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში, უკრაინელებმა არ იციან რა მანძილი უნდა გაირბინონ. ”ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ არის ახალი ემოციები, რომელიც გვეხმარება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

ელენა ზელენსკამ საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან იშვიათად ხედავენ ერთმანეთს.

„მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე - სამსახურში ცხოვრობს. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს ალბათ ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცეები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენხანს, რამდენხანსაც გვინდა. ვისაუბროთ ყველაფერზე, უმნიშვნელოსა და მნიშვნელოვანზე, რაც ოჯახში ხდება“, - აღნიშნა ზელენსკამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა