ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ბრალდებები მედიის მიმართ გრძელდება-ტელევიზიების გამო, ქუჩაში შემაფურთხეს და მკვლელი დამიძახეს

29.11.2022 ნახვები: 547

ჩემ მეგობარს რომ არ ეჩუქებინა ბინა, მე ჩემი სახლი არ მქონდა. მთელი ცხოვრება ვემსახურები ეკლესიას. ვიღაცა იტყვის, რატომ აჩუქეს მამა შალვას? რატომ არ უნდა მქონდეს სახლი? ვიღაცამ იზრუნა ამაზე, მე არ მიზრუნია ჩემით. ღვთის მადლით, გამოჩნდა, კეთილმა ადამიანი, გვაჩუქეს და ის ადამიანები სხვებსაც ეხმარებიან. მოძღვარს რომ აჩუქოს ადამიანმა – ამაში ვერ ვხედავ პრობლემას",-ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.



"ასე დაისვა საკითხი, რომ მღვდელი უნდა იყოს უკიდურესად გაჭირვებული და მათხოვარი – ჩვენთან სულ გაჭირვებულები მოდიან, ჩვენ რომ არ გვეხმარებოდნენ ადამიანები, საშუალება არ გვქონდეს, სხვა ადამიანებს ვერ დავეხმარებით. ყველა კვირას მოდის 300 ადამიანი ჩვენთან და ყველა კვირას ვატანთ საკვებს, ამის მეტი რა უნდა გავაკეთოთ? ტაძრის მშენებლობისთვის რომ შემოუწირიათ, ზოგჯერ არ გამომიყენებია ტაძრის მშენებლობისთვის და გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებივარ. არ ავაშენოთ ეს ტაძარი? საკითხებს სვამთ უკიდურესად, არ უნდა ვისუნთქოთ, არ უნდა შევჭამოთ საჭმელი საერთოდ, უფლება არაფრის არა ვაქვს…

ჩემ მეგობარს რომ არ ეჩუქებინა ბინა, მე ჩემი სახლი არ მქონდა. მთელი ცხოვრება ვემსახურები ეკლესიას. ვიღაცა იტყვის, რატომ აჩუქეს მამა შალვას? რატომ არ უნდა მქონდეს სახლი? ვიღაცამ იზრუნა ამაზე, მე არ მიზრუნია ჩემით. ღვთის მადლით, გამოჩნდა, კეთილმა ადამიანი, გვაჩუქეს და ის ადამიანები სხვებსაც ეხმარებიან. მოძღვარს რომ აჩუქოს ადამიანმა – ამაში ვერ ვხედავ პრობლემას. ყველა კვირას 300 ადამიანს ვეხმარებით. შემეძლო ბინა მექირავებია და დიდ ბინაში გადავსულიყავი, არ ვიქირავე, იმიტომ რომ სხვების ბინის ქირას ვიხდი. მე ფუფუნების საგნებს კი რა ვამართლებ, ელემენტარული საშუალება არ უნდა ჰქონდეს?

არც ის შეიძლება მღვდელი მატერიალურზე იყოს გადართული. სწორად უნდა დაისვას საკითხები და არა ისე, როგორც ჟურნალისტები სვამენ. პანდემიის პერიოდში ჟურნალისტები და ტელევიზიები მეძახდნენ მკვლელი ხარო, დღეს არის ვირუსები და უზარმაზარი სუფრები იმართება. მაშინ გვიტევდნენ, წირვის ჩატარების უფლებას არ გვაძლევდნენ. ტელევიზიების გამო, რამდენჯერმე ქუჩაში შემაფურთხეს და მკვლელი დამიძახეს, ჟურნალისტების გამო… იმ სატელევიზიო გადაცემების გამო. მე შვილები მყავს, ეს ხომ ცილისწამებაა.

მხოლოდ მედიას კი არ ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ ყველა იმ სასულიერო პირს, რომელიც არ ცხოვრობს შესაბამისად სასულიერო ცხოვრების წესით, არაწმინდად იქცევა, არაწმინდად ცხოვრობს. სასულიერო პირების არასწორმა საქციელმა განაპირობა ეს ყველაფერი – ვიღაცა მღვდელი იქცევა არასწორად და საშოვარზეა მოსული, ვიღაცა შეიძლება, შემოგზავნილია ეკლესიაში. 99 პროცენტი ეკლესიაში თავგადაკლული მსახურობს",-განაცხადა კეკელიამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა