საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა მათი მხარდაჭერის ზრდას იწვევს და „საწინააღმდეგო ეფექტი აქვს“. ამის შესახებ სააკაშვილი საპატიმროდან თავის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ წერილში წერს.
სააკაშვილი პარალელს ბრაზილიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან ავლებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
„ბორია, მოდი აქ!
შენს საყვარელ ბრაზილიაში, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მისმა შემცვლელმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ ციხეში ჩასვა საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით. ლულამ ვადაზე ადრე დააღწია თავი პატიმრობას და საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ბოლსონარო. ამის შემდეგ ბოლსონარო გამოაცხადეს კრიმინალად, დააპატიმრეს აშკარად გამოგონილი ბრალდებებით.
ჰოდა, ახლა ბრაზილიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კენჭს იყრის ბოლსონაროს შვილი ფლავიო, რომლის მთავარი დაპირებაა, რომ ციხიდან გამოუშვებს საკუთარ მამას და ის დიდი უპირატესობით ამარცხებს ლულას.
ჰოდა, მორალი ამ ისტორიის შემდეგშია: პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.