კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

ნახვები: 223 ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

 

რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის სავარაუდოდ ფილტვისმიერი ჭირით გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ფაქტია, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოსთვის საფრთხე მცირეა, ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა წლებია მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა და გავრცელებული ინფორმაცია მაქსიმალურ ყურადღებას საჭიროებს.

„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა.

რუსეთის მხრიდან ოფიციალური განმარტება არ ყოფილა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ეს შემთხვევა ლაბორატორიის ერთ-ერთ თანამშრომელს შეემთხვა იმის გამო, რომ მუშაობდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სადაც შავი ჭირის ბაქტერია იყო შენახული და მასზე გარკვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. სინჯარის გატეხვამ გამოიწვია მისი ინფიცირება, მან ეს ფაქტი დამალა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ყველაფრის უკან შავი ჭირი იდგა. მასთან კონტაქტში მყოფი 200 პირი უკვე გამოვლინდა და ყველა მათგანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი შეფასებით, ინფექციის შესაძლო გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია და კონკრეტული შემთხვევა ყველა ქვეყნისთვის „წითელი ალამი“ უნდა იყოს.

„არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შემთხვევა კონტროლის ქვეშ იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება საქართველოსთვის შესაძლო საფრთხეს, ჩხაიძის თქმით, შემთხვევა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოხდა, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. თეორიულად შესაძლებელია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების საქართველოში მოხვედრა, თუმცა ამის ალბათობას პროფესორი მცირედ აფასებს.

„რთული სათქმელია, თუ რამდენად სწორად გავრცელდება სტატისტიკა და ინფორმაცია რუსეთის მხრიდან, თუმცა ამ დაავადების რეალური აფეთქების დამალვა შეუძლებელია, რადგან ის მძიმე და სერიოზულია. არ მგონია, ეს საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს უნდა ადევნებდეს და ადევნებს კიდეც მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ლაბორანტის გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული და ამ ეტაპზე ინფორმაციის სიმწირე გასაკვირი არ არის.

„დაველოდოთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს შემთხვევა ცნობილია და განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, ამ თვალსაზრისით არ მოხდება რუსეთის მხრიდან ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვა ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მას მუშაობისას ჭირის გამომწვევი პათოგენის შემცველი სინჯარა გაუტყდა.

რუსეთის „როსპოტრებნადზორი“ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებით, შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა, მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა და ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა