ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი კალანდარიშვილი - აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ის, რომ მმართველი პარტია ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში ჰარმონიაშია

ნახვები: 516 გიორგი კალანდარიშვილი - აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ის, რომ მმართველი პარტია ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში ჰარმონიაშია

აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ის, რომ მმართველი პარტია ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში ჰარმონიაშია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალანდარიშვილის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის და პოზიციის მმართველ პარტიასთან ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირება აბსოლუტურად მანიპულაციურია.

„შეიძლება ჩემს საქმიანობას საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდეს და ეს აღნიშნულიც არის ეუთო/ოდირის 2021 წლის დასკვნაში, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ადმინისტრირების თვალსაზრისით პოზიტიურად არის შეფასებული და ამასთანავე, ის აქტივობები და გაზრდილი გამჭვირვალობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, მაგრამ დღევანდელ დღემდე ვერავინ დაასახელებს ისეთ შემთხვევას, რომელიც რაიმე მიკერძოებულების ან დამოუკიდებლობის ხარისხის შემაფერხებელ გარემოებებზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩემი კანდიდატურის და პოზიციის აფილირება მმართველ პარტიასთან ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან არის აბსოლუტურად მანიპულაციური, რათა დაზიანდეს ის პროფესიული და ტექნოკრატიული რეპუტაცია, რომელიც მე პირადად და ზოგადად, დღეს ინსტიტუციას მისი პოზიციონირების ფარგლებში გააჩნია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა