მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ადვოკატებს სასამართლოში მასალების 21 ტომი აქვთ წარდგენილი, საქმეზე ჩვენებას კი 30 მოწმე მისცემს

ნახვები: 564 შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ადვოკატებს სასამართლოში მასალების 21 ტომი აქვთ წარდგენილი, საქმეზე ჩვენებას კი 30 მოწმე მისცემს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მის ადვოკატებს სასამართლოში 21 ტომი საქმის მასალა აქვთ წარდგენილი.

როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე ჩვენებას 30 მოწმე მისცემს, რასაც შესაძლოა, 5 სხდომაც კი დასჭირდეს.

მომდევნო პროცესისთვის, რომელიც 14 დეკემბერს დაინიშნა, პენიტენციურმა დაწესებულებამ და კლინიკა "ვივამედმა" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა უნდა უზრუნველყონ.

„სასამართლომ იმსჯელა, მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სამსახურს დაავალებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ კლინიკიდან, ვინაიდან მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. სასამართლოს მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. ტექნიკურად ეს ყველაფერი რომ მოგვარდეს, ვინაიდან ის საავადმყოფოშია, 2 კალენდარული სამუშაო დღეა განსაზღვრული. ჩვენ სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანის მიერ შესრულებული საექსპერტო დასკვნის ინგლისური ვერსია წარვადგინეთ, რასაც ამერიკელი და ინგლისელი ექსპერტები აწერენ ხელს. ქართული ვარიანტი ჯერ კიდევ, პირველ დეკემბერს იქნა სასამართლოში შეტანილი. გარდა ამისა, წარდგენილი იქნა სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ მიერ ბოლო 3-4 დღეში იქნა მოპოვებული. ასევე, მტკიცებულებები წარადგინა სახალხო დამცველმა, ამის გაცნობას დრო ჭირდება. 21 ტომი საქმეა დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი, 30 მოწმეა დასაკითხი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე გიორგი არევაძემ „მზაობა გამოთქვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ამ პროცესის განხილვა“.

„დაცვის მხარე მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ. ვუთხარით მოსამართლეს, რომ ინტენსიურად მოხდეს ჩანიშვნა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ გრაფიკები აქვს, ყველა საქმის უკან ადამიანის ბედია. მიუხედავად ამისა, მზაობა გამოთქვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ამ პროცესის განხილვა“,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა