ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები ესადაგება მოწამვლას

ნახვები: 516 ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები ესადაგება მოწამვლას

ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მოსამართლის სწორ პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰუმანიტარული კრიზისის და ქვეყანაში საბოლოოდ პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ გაითვალისწინოს მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, დეკანოიძე საუბრობს ტოქსიკოლოგიურ დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ქიმიური ელემენტები.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, სააკაშვილს სწორედ ის სიმპტომები აქვს, რომელიც მოწამვლას ესადაგება.

„ხვალ იქნება სასამართლო პროცესი, რომელზეც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სააკაშვილს მიეცემა საშუალება ონლაინ რეჟიმში მაინც წარსდგეს სასამართლოს წინაშე და საზოგადოება იხილავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ფიზიკური მდგომარეობას, რომელიც ძალიან მძიმეა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება ახლა მიმართულია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ის მტკიცებულებები, რომელიც არსებობს, სასამართლომ გაითვალისწინოს. გარდა ამისა, არის ძალიან კონკრეტული ტოქსიკოლოგიური დასკვნა და მასში არის მითითებული, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ასანიკი და მერკური, რომელიც არის ის ქიმიური ელემენტები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე ორგანიზმის ინტოქსიკაციისთვის, მათ შორის, მოწამვლისთვის და ზუსტად ის სიმპტომები აქვს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ფართოდ ესადაგება მოწამვლას, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მოსამართლის ძალიან სწორ პოზიციას, მათ შორის, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ქვეყნისთვის და მართლაც საბოლოოდ პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, გუშინ სტრასბურგში ოჯახის მოსმენა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასეთი მოსმენები გაიმართება ვფიქრობ, ბევრ ქვეყანაში ოჯახის და ადვოკატების მონაწილეობით", - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა