War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ანა ნაცვლიშვილი - ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილს გამოთქვამენ

ნახვები: 424 ანა ნაცვლიშვილი - ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილს გამოთქვამენ

ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილს გამოთქვამენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს საუკეთესო კანდიდატები წარედგინება.

„ის, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარეობის მიზნით კომისიას და როგორია იმ ადამიანების სია, ვინც ამ პროცესს ნდობა და ინტერესი გამოუცხადა, ეს მრავლისმთქმელი იქნება. ვხედავ, რომ ამ პროცესის მიმართ ძალიან ფართო ნდობა და მხარდაჭერა არ არის, ეს სამწუხაროა და ამაზე დაფიქრება გვმართებს. ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი და ფართო ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ამ პოზიციაზე კანდიდატობის სურვილს გამოთქვამდნენ. უნდა ვნახოთ პროცესი, როგორ იმუშავებს კომისია. იმედი მაქვს, კომისია მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავებს, შეარჩევს და პარლამენტს წარმოუდგენს კანდიდატებს შორის საუკეთესოს. მთავარი, რითაც ეს ადამიანები უნდა სარგებლობდნენ, არის მყარი ნდობა, რომელიც მათ მიმართ იარსებებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფში ან პარტიაში, არამედ ფართოდ საზოგადოებაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა