ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ირაკლი ზარქუა - ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებების საკეთებლად იცლის

ნახვები: 531 ირაკლი ზარქუა - ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებების საკეთებლად იცლის

ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, რომ ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებები აკეთოს. მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაშია, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი აქვს და ის ექიმებზე ძალადობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი.

„ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, რომ ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებები აკეთოს. ეტყობა, მთელ მსოფლიოს ფასიანი ლობისტები ისე არიან მოდებული, რომ ოჯახმა სააკაშვილისთვის დაიქირავა არა ექიმები, არამედ იურიდიული და პიარკომპანია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით სააკაშვილის ფოტოები გამოაქვთ და ამას აზიარებენ. მათ სიმართლე არ აინტერესებთ, აინტერესებთ ის, რომ პატიმარი სააკაშვილი საპატიმროს აარიდონ, რაც ასე არ გამოვა. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი,  გაყალბებული სამედიცინო დასკვნა დაიდო და მანიპულაციებს აქვს ადგილი, რაც გუშინ დამტკიცდა. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაშია მოთავსებული, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი აქვს და ის ექიმებზე ძალადობს“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა