War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

თინა ბოკუჩავა - რეჟიმმა ახლა იძალადა დეპუტატებზე, ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 424 თინა ბოკუჩავა - რეჟიმმა ახლა იძალადა დეპუტატებზე, ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი

მოძალადე რეჟიმმა, რომელიც ჟურნალისტებს სცემს, კლავს, ახლა იძალადა დეპუტატებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ მას შემდეგ განაცხადა, როდესაც პარლამენტის მანდატურის სამსახურმა ოპოზიციის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან კონკრეტული მოთხოვნაა, ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, არამედ მთელი საქართველოს, საზოგადოების, ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისვე თქმით, სხდომათა დარბაზიდან ძალადობრივი გზით გაიყვანეს.

„ძალადობრივად გამოგვათრიეს ჩვენც, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა