მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა

ნახვები: 678 მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

ლამზირა ჩხეიძე 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.

მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. ვაკელის „რვალი“), სუზონ (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ლიდა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), ფენია (კ. მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“), ქეთო (ვ. როზოვის „ხალისიანი მეგობრები“), ივლიტე ბოსტოღანაშვილი (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ცოლი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ.

შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიო გადაცემებში. ლამზირა ჩხეიძე იყო საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა