მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ჭკუა ვერ ისწავლეს ადამიანებმა, რომლებიც დგანან ამ ყველაფრის უკან - ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე

10.01.2023 ნახვები: 588

ფარული ჩანაწერებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, პოლიტიკური ქულების დაწერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„სამწუხაროა, ეს ყველაფერი, რაზეც „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ, რისთვისაც ვებრძვით, იმავე მეთოდებს ვხედავთ, რაც გამოყენებულია წინასაარჩევნოდ. ჭკუა ვერ ისწავლეს ადამიანებმა, რომლებიც დგანან ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მისივე თქმით, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ლევან ხაბეიშვილი.

„ლევანი არ არის ის ბიჭი, რომ მსგავსი ბინძური მეთოდებით ცდილობდეს პაექრობას. ადამიანები, რომლებიც დგანან მის უკან, სამწუხაროდ, ჭკუას ვერ სწავლობენ და ვერც ვერასდროს ისწავლიან. ასეთი ადამიანები არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც კი საშიში არიან. ხაბეიშვილი ამ ამბავს ემიჯნება, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერს გაემიჯნება, ვის აინტერესებს შინაარსი. უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით სირბილი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს გამოდებდნენ საჯაროდ და ასეთ ფატალურ შეცდომას დაუშვებდნენ. ამ ყველაფრით დასტურდება კიდევ ერთი რამ – არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ყველაზე მეტად ნიკა მელიას დამარცხება აწყობს, რადგან სხვა ფორმაციის „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით მარტივი მეტოქე იქნება „ქართული ოცნებისთვის“, – აღნიშნა დოლიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილის ხელწერას აუდიოჩანაწერების გავრცელებაში, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა: „ხო, აბა, ვისი ხელწერაა“.

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება

ხატია დეკანოიძე - ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება

იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის სერიოზულად განხილვა აბსურდია

ანა ბუჩუკური:ჩანაწერი აჩვენებს მძიმე მდგომარეობას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“

თამარ ჩერგოლეიშვილი:კეზერაშვილისა და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას

პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება და განხეთქილება ხელისუფლების ინტერესშია

თაკო ჩარკვაინი:მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა