ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის სერიოზულად განხილვა აბსურდია

ნახვები: 762 იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის სერიოზულად განხილვა აბსურდია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის  სერიოზულად განხილვა აბსურდია.

ხვიჩიას შეფასებით, ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით, არასათანადო მტკიცებულებების გავრცელება არასწორია.

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი არაფერს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ორი ადამიანის პირადი საუბარი, რომელიც შეიძლება მესამე გაბრაზებულ ადამიანზე იყოს. ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, არაგაბრაზებული, ასეთ და ისეთ ხასიათზე ნათქვამი და მისი სერიოზულად განხილვა, როგორც პოლიტიკური პოზიცია, აბსურდია. ამ ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია მაშინაც კი, ეს ჩანაწერი ნამდვილი რომ იყოს და მით უმეტეს, როცა არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება. ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით, რომ არასათანადო მტკიცებულებებს ვავრცელდებდეთ, არასწორია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა