მიხეილ სააკაშვილი: შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“ – ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან მოითხოვს, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან
Fire breaks out near two oil depots in Russia's Azov following drone attack – media
War update: 141 clashes on front lines over past day, Kostiantynivka axis hottest
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მჭიდროდ ჩაერთვება – რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას შევინარჩუნებთ
Europe to engage in Ukraine peace talks and ensure maximum pressure on Russia – von der Leyen
Ukraine disables over 55% of Russia’s oil refining capacity – Zelensky
Ukraine and EU preparing winter emergency support package – PM Koretskyi

მიხეილ სააკაშვილი: შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“ – ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა

ნახვები: 198 მიხეილ სააკაშვილი: შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“ – ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. მისი განცხადებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ამ პოლიტიკის „შეცდომებსა“ და „გადაცდომებზე“ საუბარი უნდა შეწყდეს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

„ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს დროს ბევრი საჩივარი იყო სტრასბურგში“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების სიმრავლე თავისთავად არ ნიშნავს, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არასწორად მიმდინარეობდა. მაგალითად მას სიცილიაში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლა მოჰყავს.

სააკაშვილი იხსენებს პალერმოს ყოფილ მერს, ლეოლუკა ორლანდოს, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან დაპირისპირებისას მისი შთაგონების წყარო იყო.

„ორლანდო მიყვებოდა, რომ მაფიოზებს ჰყავდათ საუკეთესო ადვოკატები და ისინი წარმოუდგენელი რაოდენობით საჩივრებს წერდნენ ყველა ინსტანციაში. მიუხედავად ამისა, სიცილიური მაფია მაშინ დამარცხდა“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მისი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ქვეყანაში უსაფრთხოების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.

„დროა, შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ“, – წერს სააკაშვილი.

ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძესაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გოცირიძე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში იუსტიციის საბჭოს წევრი იყო, რომელიც, სააკაშვილის მტკიცებით, კორუფციასა და ნეპოტიზმში იყო ჩართული.

სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს. მისი მტკიცებით, დღეს ციხეებზე გავლენა კვლავ ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებს აქვთ და პატიმრებს სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების გაგზავნის გამო სჯიან.

„ჩემს დროს ქურდები და მაყურებლები ციხეებს ვერ აკონტროლებდნენ. ახლა თვითონ ქოცებმაც აღიარეს, რომ ციხეს ისევ ძველებურად აკონტროლებენ ორგანიზებული კრიმინალები. მათ მიერ სტრასბურგში სარჩელების დაწერა უმკაცრესად ისჯება“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე მტკიცებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ორი პატიმრის გარდაცვალება, რომელთა მკვლელობაშიც კრიმინალურ ჯგუფებს ადანაშაულებს, ადმინისტრაციამ თვითმკვლელობად წარმოაჩინა.

„რატომღაც ყველამ უცებ მიივიწყა ის ორი პატიმარი, რომელიც საკანში მოკლეს კრიმინალებმა და ორივე „თვითმკვლელობად“ გააფორმა ადმინისტრაციამ“, – წერს მესამე პრეზიდენტი.

სააკაშვილი ასევე დადებითად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გამოსვლებს. განსაკუთრებით გამოყოფს ლევან ბეჟაშვილსა და ანი წითლიძეს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკუთარი მმართველობის შეფასების საკითხზე პირადი პოზიციის გამოხატვის უფლებას იტოვებს.

„ვინაიდან პროცესი ჩემს მმართველობას ეხება, მეც მაქვს ჩემი მყარი შეხედულებები და ვერავინ ამიკრძალავს მათ გამოხატვას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა