ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სოლედარში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს

ნახვები: 515 სოლედარში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს

უკრაინის ქალაქ სოლედარში არსებული მდგომარეობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

კიევში აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა.

ტელეკომპანია „სიენენი“ სოლედარში მყოფ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში სიტუაცია კრიტიკულია და შენობებზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი წერს, რომ ქალაქი დაიკავეს რუსმა სამხედროებმა და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, თუმცა იქვე პრიგოჟინი ამბობს, რომ ბრძოლები გრძელდება.

სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, სოლედარის დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინელებს შესაძლოა, გაუჭირდეთ ქალაქ ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე რამდენიმე თვეა, უტევენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა