Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე
„TV პირველის“ ახალი დირექტორი ლევან ჯორბენაძე იქნება, არხზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოც შეიქმნა
მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

13 იანვრის ამინდის პროგნოზი

ნახვები: 677 13 იანვრის ამინდის პროგნოზი

დღეს, 13 იანვარს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონებში ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა მეტწილად უნალექი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში ითოვებს. ცალკეულ რეგიონებში კვლავ  ქარია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მინიმალური ტემპერატურა გუდაურში დაფიქსირდება -11 გრადუსი. მაღალმთაში კვლავ თოვლია მოსალოდლი.

დედაქალაქში დილიდან ითოვებს, თუმცა დღის განმავლობაში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი.

მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის მაშტაბით  +12 გრადუსი სოხუმში დაფიქსირდება. 

"დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი დღესაც შენარჩუნდება, ტემპერატურა 8-13 გრადუსამდე მოიმატებს. კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში კვლავ იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ზოგან სიჩქარე 20-25 მეტრსაც მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში, კვლავ მცირე თოვლს ველოდებით, მათ შორის თბილისშიც, ტემპერატურა მინუს 1-დან 4 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 14 იანვრიდან გამოიდარებს მთლიანად საქართველოში, უნალექო ამინდები შენარჩუნდება რამდენიმე დღის განმავლობაში," - აცხადებს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა