ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლიეტუვა-ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება მოხდა

ნახვები: 515 ლიეტუვა-ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება მოხდა

ლიეტუვა-ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე, ლიეტუვის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ლიეტუვის გაზის გადამცემი ოპერატორის, „ამბერ გრიდის“ ინფორმაციით, გაზსადენზე თავდასხმის რაიმე მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. გაზის მიწოდება შეწყდა. აფეთქებამ ორი პარალელური მილსადენიდან ერთ-ერთი დააზიანა, რომელიც გაზს ლიეტუვიდან ლატვიაში აგზავნიდა და მიწოდების აღდგენა უმოქმედო მილსადენის გამოყენებით იგეგმება.

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ვფიქრობ, საუბარია ტექნიკურ გაუმართაობაზე. ვგულისხმობ, რომ თავად მილსადენი საკმაოდ ძველია, დაახლოებით 40 წლის. ვფიქრობ, უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის ტექნოლოგიური პრობლემა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვა ვარიანტებს, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი ტექნიკური ხარვეზია, რომელიც უნდა აღვადგინოთ. ხვალ, დილით უკვე დავიწყებთ ამ პროცესებს და მილსადენი რამდენიმე დღეში შეკეთდება“, – თქვა ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა