War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

რა მოხდა გელათში, მეუფე იოანე გელათის მონასტერში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 936 რა მოხდა გელათში, მეუფე იოანე გელათის მონასტერში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის და არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მეუფე განმარტავს, რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი კელიაში და აცხადებს, რომ ამ დროისთვის მომხდარის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.

„2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო, ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი.

წყაროსთან გამოსულმა ბერმა სერაფიმემ შორიდან დაინახა ალმოდებული მამა იოსები, ხმამაღლა დაუძახა საძმოს წევრებს და მის დასახმარებლად გაიქცა. ყვირილზე თავისი სენაკიდან გამოსულმა იღუმენმა დავითმა სასწრაფოდ მიიტანა წყალი და ცეცხლის ჩაქრობის მიზნით დაასხა მამა იოსებს, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი დარეკა სახანძრო სამსახურში. ვიდრე სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ბერები შეეცადნენ თავიანთი ძალებით ჩაექროთ ხანძარი.

არქიმანდრიტი იოსები მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება. გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”,- ნათქვამია მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაში, რომელსაც ეპარქია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა