სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი - პრეზიდენტი მანანა დოიჯაშვილის გარდაცველბის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ნახვები: 688 საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი - პრეზიდენტი მანანა დოიჯაშვილის გარდაცველბის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსერვატორიის პრორექტორის მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს. 
 
"საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი
ქალბატონი მანანა ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანას. მან საქართველოსათვის ძალიან რთულ წლებში მოახერხა არა მარტო თავისი საყვარელი სასწავლებლის - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა, არამედ დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსება
ქალბატონი მანანა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა, წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის მომავალ წარმატებას.
ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას
მეტად ვწუხვარ, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ ქვეყანას",-წერს ზურაბიშვილი
 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა