ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

შსს საგარეჯოში პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს

20.01.2023 ნახვები: 533

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, ოთხი მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 

წუხელ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ფაქტის დროს, როდესაც 49 წლის, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი მოკლა და ხუთი დაჭრა, ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელი - ოთარ ღვინაშვილია.

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ნოდარ ათუაშვილის გასროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, მომხდარი ფაქტის შედეგად, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ნოდარ ათუაშვილმა, 5 ადამიანი მოკლა და ხუთი დაჭრა.

ათუაშვილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა. 

ადგილობრივებმა არ იციან თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი. ამბობენ, რომ პირს იცნობდნენ, იყო საკმაოდ ჩაკეტილი, არ კონტაქტობდა მეზობლებთან და ეზოში ან მაღაზიაში თუ შეხვდებოდნენ მას შემთხვევით. ამაზე მეტი კომუნიკაცია მათ თავდამსხმელთან არ ჰქონიათ. ასევე, იციან, რომ ის იყო სამხედრო მოსამსახურე.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა