შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს

ნახვები: 230 რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
 რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, ასევე ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, 9 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ნოემბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადების საკითხები განიხილეს. მოსკოვმა კვლავ დააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.

„პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვის მოთხოვნაში განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენის საკითხი. დელიმიტაცია საზღვრის შეთანხმებით განსაზღვრას გულისხმობს, ხოლო დემარკაცია — მის ადგილზე ფიზიკურ მონიშვნას.

რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, მაშინ როდესაც საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნაწილად მიიჩნევს.

ამ გარემოების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ მოთხოვნილი ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია სცდება მხოლოდ უსაფრთხოების ტექნიკურ საკითხებს და უშუალოდ უკავშირდება ოკუპირებული რეგიონების სტატუსს.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი ხანგრძლივი თემაა. საქართველოს პოზიციით, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უნდა აიღოს, როგორც 2008 წლის ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში მონაწილე სახელმწიფომ.

მოსკოვი კი დაჟინებით მოითხოვს, რომ შესაბამისი გარანტიები თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის მიმართ გასცეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი განცხადება ადასტურებს, რომ მოსკოვი კვლავ ცდილობს ამ საკითხების ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შენარჩუნებას.

ამასთან, ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული, უკავშირდება თუ არა აღნიშნული მოთხოვნები რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.

წყარო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა