რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს

,,დავემშვიდობე ჩემს ცოცხს“ - თინა ბებო , ქალი რომელიც 50 წელი პედაგოგად, 20 წელი კი მეეზოვედ მუშაობდა

ნახვები: 654 ,,დავემშვიდობე ჩემს ცოცხს“ - თინა ბებო , ქალი რომელიც 50 წელი პედაგოგად, 20 წელი კი მეეზოვედ მუშაობდა

ქალი, რომელიც 50 წელი პედაგოგად მუშაობდა, 20 წელი კი მეეზოვედ. 

თინა ბებო სკოლის პედაგოგი გახლდათ და ბოლო პერიოდში ქალაქ რუსთავის ქუჩებს ასუფთავებდა.

მისივე თქმით, ადამიანმა ცხოვრებაში კარგიც უნდა ნახოს და ცუდიც, რადგან ცუდის მერე კარგს ყველაზე მძაფრად შეიცნობს.

თინა ბებო განვლილ ცხოვრებას იხსენებს:

,,მზე რომ დაიწყებს ამოსვლას, პატარაზე რომ ამოვა, მერე მოიმატებს, მოიმატებს და რომ დამრგვალდება დიდ სფეროდ, მე უკვე დაღლილი ვარ მუშაობით.. რა საყვარელი სანახავია, მზე რომ ამოდის და ვიტყვი ხოლმე: ვაი, ვაი, რა ცუდია, ვისაც ახლა სძინავს და ამ სილამაზეს არ ხედავს-მეთქი.

ჩემი განვლილი გზით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ადამიანი კარგს რომ ნახავს, ცუდიც უნდა იცოდეს რა არის, ცუდის შემდეგ გაიგებ კარგის მნიშვნელობას.

მე იქით რომ მივდივარ და აქეთ ვიღაც მოდის, აქედან ამიწევენ ხოლმე ხელს, თუ ახლოს გაიარეს, თინა მასწავლებელოო ( დამიძახებენ).

მასწავლებლობა კარგი პროფესიაა, ცოცხალ არსებასთან გაქვს საქმე, კლასს რომ გადახედავ და ცქრიალა თვალებით რომ შემოგჩერებია, რას ეტყვი, ძალიან სასიამოვნო განცდაა.

პირველად მუშაობა ძალიან რთულ ადგილას, ბოგდანოვკაში დავიწყე, იქ ქართველები არ არიან, რუსული და სომხური სკოლა იყო ერთად. იქიდან წამოვედი, ბორჯომში ვიშოვე სამსახური..

სანამ მკლავში რაღაცნაირად ღონე გაქვს, ადამიანმა უნდა იმუშაო. იმ კაცის სიტყვები არ დამავიწყდება, ასე თქვა:

„ჩემი ცხოვრება შრომაში გავატარე და ისე მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე, როგორც გამოწურული ლიმონიო, ასე ვფიქრობდი მეც..
ჩემს ეზოს ვუვლიდი ხოლმე, თურმე ჩემი ბრიგადირი ამას დაინახავდა და შემომთავაზა – თინა დეიდა, ხომ არ იმუშავებდი ქუჩაშიო, მე საღამოს სკოლაში ვმუშაობდი, დღე სახლში ვიყავი და რატომაც არა-მეთქი, კარგი-მეთქი და დავთანხმდი.

ახლა საქმე ბევრი მაქვს – ნათესაობას მოვინახულებ, ეზოში ბავშვებს პატარა კონცერტებს მოვუწყობ და ამით დავამთავრებ ჩემს აქაურ ყოფას და მარადიულში ვალმოხდილი წავალ.თუკი ჩემს საფლავზე ოდესმე ვინმე მოხვალთ, არ გინდათ მიხაკები და ძვირფასი ვარდები, მინდვრის ყვავილებიც მეყოფა სიხარულად, ოღონდაც თქვენს ხსოვნაში ნუ დავიკარგები“, – ამბობს თინა ბებო.

რუსთავი 2

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა