ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი ბოტკოველი - სააკაშვილის წინააღმდეგ ივანიშვილის ბრძოლა პუტინის გადაწყვეტილებაა

ნახვები: 515 გიორგი ბოტკოველი - სააკაშვილის წინააღმდეგ ივანიშვილის ბრძოლა პუტინის გადაწყვეტილებაა

სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამართა და დღეს ტყვედ ჰყავს, არის პუტინის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

ბოტკოველის თქმით, აღნიშნულ ინტერვიუს შესახებ ზოგიერთი თანაპარტიელის განცხადება სამარცხვინოა. როგორც ბოტოკოველმა აღნიშნა, ეს არ არის ვანო მერაბიშვილის შეურაცხყოფა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხყოფაა“.

„ეს პირველი განცხადება არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ მას ებრძვის პუტინის რეჟიმი და სწორედ ის პატიმრობა, ის ბრძოლა მის წინააღმდეგ, რომელიც გამართა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ტყვედ ჰყავს, არის პუტინის გადაწყვეტილება, პუტინის დავალება. რაც შეეხება შემდგომ განცხადებებს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი თანაგუნდელების მხრიდან, ჩემი თანაპარტიელების მხრიდან გავრცელდა, ზოგიერთ მათგანს ალბათ უნდა რცხვენოდეს იმის, რა განცხადებებიც კეთდებოდა. ამის თვალნათლივი მაგალითია დღეს, რა განცხადება გააკეთა ქალბატონმა გიული ალასანიამ და სწორედ ის არის მთავარი მესიჯი; მთავარი, რაც იყო ამ განცხადებაში, რაც გავრცელდა გუშინ, იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მტერი არის პუტინი და მისი რუსული რეჟიმი.

ეს იყო გადაბრალება სამარცხვინო განცხადებების, სადაც პირდაპირ გვარს და სახელებს წერდნენ. ეს არის ამ შემთხვევაში არა ვანო მერაბიშვილის შეურაცხყოფა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხყოფა, რაც ცხრა წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში აღმშენებლობა მიმდინარეობდა. მთავარი არის ის, ჩემი თანაგუნდელები, თანაპარტიელები არ უნდა იყვნენ გადასულები იმაზე, რომ ლანძღავდნენ და რეჟიმს ეძახდნენ იმ ცხრაწლიან მმართველობას, რომელმა მმართველობამაც ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა. ამიტომ ვანო მერაბიშვილის განცხადება, ვფიქრობ, იყო მნიშვნელოვანი და მას ეს განცხადება უნდა გაკეთებინა. სწორედ ის აღნიშნა, რომ სკამისთვის და რაღაც თანამდებობისთვის ბრძოლისთვის ადამიანებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ. მე არ ვფიქრობ, რომ მეორე ფლანგი აბრალებს, თუ გადახედავთ, ეს იყო სამარცხვინო განცხადებები, რისიც დღევანდელი დღის მერე, დარწმუნებული ვარ, ძალიან შერცხვებათ“, – აღნიშნა ბოტკოველმა.

ამასთან, კითხვაზე, რომელი კანდიდატი დააზიანა სააკაშვილი ინტერვიუმ, ბოტკოველმა განაცხადა, რომ მთავარია, გამარჯვებისთვის დამსახურებულად იბრძოლო.

„მთავარი არის ის, რომ ადამიანები არიან დარეგისტრირებულები ბაზაში და აქტიურად არიან ჩართულები პროცესში, 50 ათასი ადამიანიდან 7-8 ათასამდე ადამიანია უკვე, ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ პარტიის გაძლიერებისთვის და ქვეყნის გაძლიერებისთვის. გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო დამსახურებულად. გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო წინა ბრძოლებით, რომელი ბრძოლებიც გაქვს გავლილი და არა იმით, რომ ვინმეს რამე დააბრალო. ეს არის ყველაზე მთავარი და ამიტომ ნურავინ ნუ ინერვიულებს, მშვიდად, წყნარად, ჩავატაროთ ეს არჩევნები. ეს არჩევნები არ ტარდება დაპირისპირებისთვის. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვარ ამ არჩევნებში ჩართული იმისთვის, რომ დავუპირისპირდე ჩემს თანაპარტიელებს. ყველამ თავი შეიკავოს, მშვიდად მისცენ ადამიანებს არჩევანის გაკეთების უფლება და საშუალება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა