მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება

ნახვები: 564 თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება

ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ძალიან ნათელია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიცემულმა თითოეულმა ხმამ გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ამომრჩევლის მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია და მისი ბელადი ასე ფარჩაკდება, ეს უღირსობა მთელ ოპოზიციაზე აისახება და ივანიშვილის რეჟიმი ძლიერდება.

პასუსიხმგებლობას, პირველ რიგში, დანარჩენ პარტიებს ვაკისრებ (ჩვენი ჩათვლით), რომ ამ სიბინძურის ალტერნატივა ვერ შევქმენით.

ყველა უპასუხისმგებლო იდიოტია, ვინც დღესაც „ნაცებთან“ ერთიანობით ცდილობს ტივტივს და დღესაც ვერ შეიგნო, რომ სანიტარული კორდონია მათთან საჭირო და მაშინ, როცა ალტერნატიული დღის წესრიგი არ შუქდება, დისტანცია მხოლოდ მათზე თავდასხმით მიიღწევა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა