მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner
Zelensky meets with King Charles III
დონალდ ტრამპი - ირანზე სრულ გამარჯვებას ორ კვირაში გამოვაცხადებთ
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ნაჩუქარი გამარჯვება - ნაცმოძრაობამ „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს გარანტირებული გამარჯვება აჩუქა

31.01.2023 ნახვები: 1364

დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა, ვინ გაიმარჯვებდა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე არჩევნებში. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ პრეტენდენტებს შორის, რომლებიც დიდი სტრატეგიული აზროვნებით არ გამოირჩეოდნენ, გაიმარჯვა ყველაზე გონებასუსტმა.

ნიკა მელიაზე ვერავინ იტყვის, რომ ის გენიოსია და აზროვნების გიგანტი, თუმცა, ლევან ხაბეიშვილთან შედარებით ის მართლაც ასეთად გამოიყურება. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს - ნიკა მელიათი, ლევან ხაბეიშვილით, თუ მუმლიკა-თი, ცხადია ერთი რამ - ნაცმოძრაობა, რომელიც 2002-2003 წლებში იდეურად მოტივირებული და ჭკვიანი ადამიანის თანავარსკლავედი იყო, დღეს უარს ამბობს ინტელექტზე და შიშველ პოპულიზმში გადადის.

ნაცმოძრაობა ნელა-ნელა დაადგა ჩვეულებრივ, ტრადიციულ ქართულ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის გზას - პრინციპების და ფასეულობების გარეშე, რეგვენი ლიდერებით, მუდმივი შიდა არეულობით, სკანდალებით და ხმაურით. სამწუხაროა, რომ ერთ დროს რევოლუციური პარტია თავის გამორჩეულობას კარგავს და ასე ვთქვათ, რუტინიზაციის გზას ადგას.

რატომ განვითარდა მოვლენები სწორედ ამ გზით? და რატომ გაიმარჯვა პარტიაში პირველობისთვის გაჩაღებულ დაუნდობელ ბრძოლაში ადამიანმა, რომელთანაც შედარებით ნიკა მელია ჭკუის კოლოფია?

ალბათ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობაში გაიმარჯვა თეზისმა, რომ „ქართული ოცნების“ შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რევოლუციური გზით - ამისთვის კი საჭიროა რადიკალური და გაბედული ლიდერი, რომელიც „მოსახლეობაში დაგროვილ მუხტს გამოიყენებს“.

ნიკა მელიას მიმართ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრალდება ისაა, რომ „მან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ვერ გამოიყენა და ტყუილად დაშალა“. ჰო და ამიტომაც, ლიდერის პოსტზე აირჩიეს ადამიანი, რომელიც თავისი გონებრივი შესაძლებლობებით ვერანაირად ვერ უნდა გასცდენოდა რაიონული აქტივისტის სტატუსს.

ასეთი ადამიანები ყველა პარტიაში საჭირო არიან - ისინი დარბიან აქციებზე, აქტივისტების მობილიზებაზე ზრუნავენ, აკეთებენ ხმამაღლა სკანდალურ განცხადებებს, ეომებიან პოლიციურ კორდონებს. მოკლედ, ასეთი კატეგორიაც საჭიროა, თუმცა, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პოსტი - სულ სხვა უნარ-ჩვევებს და სტრატეგიულ ხედვას მოითხოვს.

ნაცმოძრაობის აქტივს და გულმხურვალე მომხრეებს, რომლებიც დღეს „ნაცმოძრაობის სუს-ის გავლენისგან განთავისუფლებას“ ზეიმობდნენ, ძალიან მალე დიდი იმედგაცრუება ელით. პირველ რიგში იმიტომ. რომ ისინი ძალიან მალე გააცნობიერებენ - რევოლუცია არ ხდება მხოლოდ კუნთებით, თანაც საკმაოდ სუსტი და ატროფირებულით. რევოლუციას ვერ ახდენენ გონებაჩლუნგი აქტივისტები - ნებისმიერი რევოლუციის უკან პირველ რიგში დგას ძლიერი ინტელექტი.

შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი საკუთარი მაგალითიც - 2003 წელი - საკმარისია - ვარდების რევოლუცია არ დაწყებულა 2003 წელი 23 ნოემბერს, პარლამენტში შევარდნით. ამ ფინალურ აკორდს წინ უძღოდა უზარმაზარი გონებრივი შრომა, ათასნაირი პროცესების გააზრება, დაგეგმარება და რეალიზება.

ცოტა უფრო შორეული მაგალითი რომ მოვიშველიოთ. 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუცია განხორციელდა გლეხების და მუშების ძალებით. თუმცა ამ ძალის უკან იდგნენ იმ დროს რუსეთის ყველაზე ჭკვიანი და განათლებული ადამიანები. გარეწრები, მანიაკები, კაციჭამიები, მაგრამ ძალიან, ძალიან ჭკვიანები.

ნაცმოძრაობამ პოლიტიკის ამ ელემენტზეა უარი განაცხადა, და აპირებს რევოლუციის მოხდენას ცარიელი შეძახილებით, ქოცების მხილებით, და ქუჩების გადაკეტვით. მათ არაფერი გამოუვათ, რადგანაც ნიკა მელიამ ვერ გამოიყენა არსებული მუხტი არა იმიტომ, რომ სუს-ის აგენტია, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არაა რევოლუციური განწყობები, და ისინიც კი, ვინც მუდმივად დადიან საპროტესტო აქციებზე, დიდხანს არ რჩებიან, და 4-5 საათში მიდიან სახლებში. ამიტომაც. 30 000-ანი მიტინგებს მუხტს ვერ იყენებს ვერავინ, რადგანაც, მაქსიმუმ 5 საათში რჩება მხოლოდ 5000 კაცი, ზოგჯერ ნაკლებიც კი.

ამ პრობლემას ვერ მოერია ნიკა მელია, მას ბერ მოერევა ბევრად უფრო მარტივი და პრიმიტიული ლევან ხაბეიშვილიც. ამასობაში დრო მიდის, და გონებასუსტი აქტივისტების იმედზე დარჩენილი მთავარი ოპოზიციური პარტია კიდევ უფრო დასუსტდება და მის რიგებში კიდევ უფრო დიდი და ხმაურიანი გაწევ-გამოწევები იქნება.

ნაცმოძრაობამ „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს გარანტირებული გამარჯვება აჩუქა...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა