მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს

ნახვები: 323 ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის კვიპროსის თავმჯდომარეობის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს.

„ახლა ეს ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო დამტკიცებისთვის წერილობით პროცედურას გაივლის“, - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების ოფიციალური პროცედურა ხვალ შუადღისას დასრულდება.

ცნობისთვის, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ და მათი თანხმობის წინაპირობად „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას ასახელებდნენ. დღეს უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა