ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს

ნახვები: 517 აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს.

ვაშინგტონი აკვირდება მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ბოლო საჰაერო ბურთი მონტანას საჰაერო სივრცეში ნახეს.

აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბურთი, რადგან იყო შეშფოთება ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო. ვიდრე მონტანას შტატის ქალაქ ბილინგზის თავზე გამოჩნდებოდა, ობიექტმა გადაუფრინა ალასკას ალეუტის კუნძულებს და კანადას.

მთავრობამ მოამზადა მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის „ეფ 22“, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემს. საფრთხის შესაფასებლად, უმაღლესმა სამხედრო ლიდერებმა, მათ შორის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ შეხვედრა გამართეს.

თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა ეს საკითხი ჩინელ ოფიციალურ პირებთან დააყენა, ვაშინგტონში მდებარე ჩინეთის საელჩოში და ასევე, პეკინში.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ჩინეთს უწოდა „ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევა“, რომელიც ამჟამად აშშ-ს წინაშე დგას. საჰაერო ბურთის გამოჩენასთან დაკაშირებით, შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის კონგრესში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა