ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიული ალასანია - ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, სიკვდილი გარანტირებულია

ნახვები: 515 გიული ალასანია - ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, სიკვდილი გარანტირებულია

ბოლო 24 საათში 38 ჰქონდა სიცხე, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს წელიწადი და 6 თვეა, რაც „ცა არ დაუნახავს“.

„ბოლო 24 საათში 38 სიცხე ჰქონდა, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები, ძალიან სუსტად ვარო, სულ მიმეორებდა. რა არის გასაკვირი, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძიმე მეტალები ორგანიზმშია, გარდა ამისა, ადამიანს წელიწადი და 6 თვეა ჟანგბადი არ აქვს, ცა და მზე არ დაუნახია.

ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველდღე მომაქვს. დღეს ცოტა განსხვავებული და სხვათა შორის არა მგონია კალორიების მხრივ განსხვავებული, უბრალოდ თვითონ თქვა, რომ ხვალ იქნებ ეს [მომიტანო].. რასაც მეუბნება ის მომაქვს ხოლმე. მოვისმინე, რომ ასეთ დროს არ უნდა დააძალო, რაც თვითონ მოუნდება, ის უნდა მოუტანო. რაღაცა ნაწილს შეჭამს, მიღება უჭირს.

წინა პროცესმა დამარწმუნა, რომ ამ პირობებში მის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ, სიკვდილი გარანტირებულია. ექიმებზე კარგის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მკურნალ ექიმებზე, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ, ექთნებზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ზემოდან არის ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულება“, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ამ შემთხვევაში ოჯახი ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არსებობს კიდევ სტრასბურგი, ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა