ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება

ნახვები: 516 მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება
ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება, - აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
 
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მის პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებდა. 
 
"როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ აჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას. მედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. უკრაინა ერთ ამბავშია და ამათ გადაწყვიტეს, რომ პუტინს ასიამოვნონ პირდაპირ და ყოველგვარი დამალვის გარეშე.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს თვეები მიტინგებზე გამოდის, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა, ვინც საავადმყოფოსთან ათევს ღამეებს. ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება"., - წერია გამოქვეყნებულ პოსტში. 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა