ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბებიან

ნახვები: 517 გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბებიან.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სასიკვდილო განაჩენი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის.

„ჩვენ კომუნიკაცია მოვახდინეთ როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ კოლეგებთან. შემდეგი დღეების განმავლობაში ძალიან აქტიური მუშაობა იქნება, მაგრამ ახლა თითოეული თქვენგანის ჯერია. გეგმა ლევან ხაბეიშვილმა უკვე გამოაცხადა. ამიტომ ყველას გელოდებით ნახევარ საათში. ყველა თქვენგანს, იმ რეგიონებში, იმ შტატებში და იმ წყაროებით, რომელზეც მქონდა საუბარი, მიღებული გაქვთ შეტყობინება, რა უნდა გააკეთოთ. ამიტომ, ახლა დროა დავირაზმოთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. შემდეგი ნაბიჯი გამოცხადდება ღარიბაშვილის სახლთან“, - განაცხადა ჩალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა იგულისხმება საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაში, ჩალაძემ განმარტა, რომ ვისაც რუსეთი უნდა, ფუფუნებაში ვეღარ იქნება.

„არავინ იქნება ფუფუნებაში და კომფორტში მაცხოვრებელი ამ ქვეყანაში, საქმე ეხება იმათ, ვისაც უნდა რუსეთის ორბიტა“, - განაცხადა ჩალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა