სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი

ნახვები: 681 თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ განახლებულ მონაცემებს თურქული მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 243 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ დაანგრია 6 200-ზე მეტი შენობა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეძრა უდიდესმა კატასტროფამ 1939 წლის ერზინაჯის მიწისძვრის შემდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა