სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის

ნახვები: 688 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის

ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის, – ამ გზავნილით წარსდგა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ცნობილია, უკრაინა გაერთიანებულ სამეფოს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას სთხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერს სწორედ აღნიშნული ფრაზით გაფორმებული ჩაფხუტი უსახსოვრა, რომელიც უმაღლესი კლასის უკრაინელ პილოტს ეკუთვნის. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩაფხუტი, როგორც სიმბოლო დაეხმარება მათ თვითმფრინავების კოალიციის შექმნაში.

„ლონდონი კიევის გვერდით იდგა პირველივე დღიდან, პირველივე წამიდან. თქვენ გამოგვიწოდეთ დახმარების ხელი მაშინ, როდესაც მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა რეაგირება ჰქონოდა“, – განაცხადა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიმტკიცე და უკომპრომისობა უკრაინის მხარდაჭერაში.

„ბორის, თქვენ გააერთიანეთ სხვები, როდესაც ეს აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, განაგრძოს სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, რათა ამ უკანასკნელმა ვეღარ შეძლოს უკრაინაში ომის დაფინანსება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქვეყანას რუსული დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად საფუძვლის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.

ამასთან, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს ტანკებისა და პირადად პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ამ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის. მისი თქმით, შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები საშუალებას მისცემს უკრაინას, გააძევოს მტერი თავისი ტერიტორიიდან.

„რუსეთი წააგებს. როდესაც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ აგრესორს ეცოდინება, რა ელის, თუ საერთაშორისო წესრიგს თავს დაესხმება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა