ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები

ნახვები: 515 ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდებს, იყვნენ გარდამტეხი ძალა და უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლები გადასცენ. ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში, ელისეის სასახლეში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის ორი ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

„საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები და სწორედ ასე ვხედავ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებას. ეს ცხადია. რაც უფრო მალე მივიღებთ შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და ჩვენი პილოტები მიიღებენ თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება ეს რუსული აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქს გაერთიანებული სამეფოდან ეწვია. ის ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან ერთად ვახშამს დაესწრო.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის გამარჯვებამდე მიყვანას ისახავს მიზნად.

„უკრაინას შეუძლია, ამაში საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს, რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა მაკრონმა, რომლის თქმითაც, საფრანგეთი აუცილებლად მიაწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას.

ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც.

პარიზის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს უკვე ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა